„ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.
ორი დღის წინ მე თბილისში კიდევ ერთხელ ვნახე ევროკავშირის უამრავი დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის, ბედნიერების მომენტი. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, და მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ლამაზ საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21