რობერტ ფიცო თვლის, რომ ზელენსკის "გამარჯვების გეგმას" მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება შეუძლია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ, რაც გეგმის ერთ-ერთი პუნქტია, შეიძლება, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს.
მან გეგმას საკამათო უწოდა და თქვა, რომ ევროსაბჭოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ფიცომ ასევე უკმაყოფილება გამოხატა იმ იდეებით, რომლებიც, მისი აზრით, დებატებს იწვევს. ასეთებად დაასახელა უკრაინის ნატოში გაწევრიანება და რაკეტების მიწოდება, რომლებსაც რუსულ სამიზნეებზე დარტყმა შეუძლია.
თეთრი სახლი კი, "გამარჯვების გეგმას" მხარს უჭერს.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვამუშავებთ [გეგმის] დეტალებს. ასე რომ, მე არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ვაშინგტონი მხარს უჭერს ზელენსკის გეგმას "სამართლიანი მშვიდობისთვის", მაგრამ მშვიდობის პარამეტრებს მხარი თავად უკრაინელებმა უნდა დაუჭირონ." - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21