img1


უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ NATO-ს წევრი ვიქნებით,“ - უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის

 „უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ NATO-ს წევრი ვიქნებით,“ - უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. 

 

„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი - უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. NATO-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით. მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.