პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩინელმა და ბელორუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც 19 ივლისამდე გაგრძელდება.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „არწივის თავდასხმა“, ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს. ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში.
„დანაყოფები გარკვეულ ეტაპებზე იქნება კონსოლიდირებული, არ იქნება ცალკე ჩინური და ცალკე ბელორუსული დანაყოფი – ისინი ერთობლივად იმოქმედებენ”, – განაცხადა ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა, ვადიმ დენისენკომ.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28