რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, აშშ-მა უკვე მისცა მითითებები საქართველოში არსებულ ოპოზიციურ ძალებს, დაიწყონ საპროტესტო აქციებისთვის მზადება.
„ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ ძალებს, დაიწყონ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვა საარჩევნოდ. სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ კი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გაზაფხულის პერიოდში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებით გახურებული თბილისის მოსახლეობის გამოყენება იგეგმება. გათვალისწინებულია ე.წ. „საკრალური მსხვერპლი“ აქციის მონაწილეებს შორის, რაც „ხალხის რისხვას“ ძალოვანი უწყებებისკენ მიმართავს“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ТАСС-ი ციტირებს.
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28