img1


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება

„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე... 

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ ევროპულ, დაცულ, მომავლის მქონე და რუსეთის იზოლირებულ ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) და ეს არამეგობრული ქცევა თავსებადი არ არის ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან, ან!“ - წერს ზურაბიშვილი.