img1


გელა ზედელაშვილი - ამათ რომ მათემატიკასა და გეოგრაფიაში უჭირთ, ეგ მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ თურმე ლიტერატურაშიც უჭირთ

ჯორჯ ორეული კი არა, ჯორჯ ორველაშვილი, ქალო, ორველაშვილი!

 

გუშინ დეპუტატმა ანიკო წითლიძემ ,,ფორმულას'' კორესპონდენტს უთხრა, თავი ჯორჯ ორეულის ,,1984''-ში მგონიაო.

ორეულისო, განა ორუელისო?

 

ამათ რომ მათემატიკასა და გეოგრაფიაში უჭირთ, ეგ მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ თურმე ლიტერატურაშიც უჭირთ. 

პრინციპში, ამის ბელადს რომ უჭირს ლიტერატურაში, გაჭირვებაც ეგეთი უნდა - ადრე, ,,უმფროსობის'' პერიოდში ,,ვეფხისტყაოსანს'' გვიყვებოდა ხოლმე თავისებური ინტერპრეტაციებით, მარტო ვანო მერაბიშვილს ესმოდა ხოლმე მაგისი წიაღსვლები. მერე მუხრან მაჭავარიანს დაუძმაკაცდა და კაცი ჭკუიდან გადაიყვანა, მის ლექსებს უკითხავდა გადაკეთებულ-გადაჩიქორთულებულს.

 

არა, ანიკოს ბენტერობა მაინც მაგარი იყო - ჯორჯ ორეულიო. კიდე კარგი, არა თქვა, ჯორჯ ორველაშვილიო. ისე, რომ ეთქვა, ეგრე უფრო სწორი იქნებოდა ორიგინალთან შედარებით. 

აი, ეს არი, თავი განათლებულად რომ გინდა წარმოაჩინო და ამ დროს ტლუობას ვერ მალავ.

კორესპონდეტს შეეძლო, შეესწორებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ეგეც მაგარი ტლუ არი - რა ჯორჯი, რი ორეული, სადაური ორუელი და რომელი ორველაშვილი?!

 

რა სჭირთ, ტოოოო!

ზუსტად იმას ეხებიან, რასთანაც მწყრალად არიან.

იმას შეეხე, ქალო, რასთანაც ახლოს ხარ, განა რთულია?! - წერს გელა ზედელაშვილი