img1


ნათია ბერიძე - ამ დროის მანძილზე, ერთხელ არავის გიკითხავთ ჩვენთვის ჩვენ რა მოგვწონს ამ კანონში, ადამიანებს ვინც ვთვლით რომ ეს კანონი მისაღებია

ისე, ამდენი ხანია ამ კანონზე ვსაუბრობთ. ყვირით და აგერ ყურებზე დავდგებიო ამბობთ, გვეუბნებით, რომ რუსულია, არ მოგწონთ. თუმცა ჩვენ რომ კითხვას გისვამთ, რატომ არის რუსული, აგრესიულები ხდებით, რუსეთის აგენტებს, პუტინის მონებს გვეძახით და არგუმენტები რა თქმა უნდა არ გაქვთ. ჩვენ გეკითხებით რა არ მოგწონთ, თქვენ არგუმენტი ისევ არ გაქვთ და გვეუბნებით რომ უბრალოდ რუსულია და მორჩა. 

 მაგრამ ამ დროის მანძილზე, ერთხელ არავის გიკითხავთ ჩვენთვის ჩვენ რა მოგვწონს ამ კანონში, ადამიანებს ვინც ვთვლით რომ ეს კანონი მისაღებია.

ამდენ ხალხს არ მოგვწონსო და უნდა გაითვალისწინოთო გვეუბნებით, მთავრობას ამუნათებთ და იმ დროს როცა აქეთ მართლა უმრავლესობა ვართ და ამ კანონის მიღებას ვითხოვთ, იმათ რა მოგვწონს და რატომ, არ გვეკითხებით.

 რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ “კანონის სასარგებლო თვისებებზე” ხმამაღლა არ გინდათ ლაპარაკი?

მხოლოდ ერთადერთმა გოგომ დამისვა ეგ კითხვა, ორი დღის წინ და მართლა ძალიან გამიკვირდა. 

თქვენ მხოლოდ გაინტერესებთ გვკითხოთ რა არ არის ამ კანონში რუსული და ჩვენც გეუბნებით რომ არაფერი არ არის რუსული გამჭვირვალობის კანონში.თუმცა რატომ ვუჭერთ მხარს და რა მოგვწონს ? 

მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მაქვს უფლება ვიცოდე, ვინ იხდის ფულს იმაში, რომ მაგალითად ფრანკლინის კლუბში, ლევან ბერძენიშვილს უდიიდეს ხელფასს უხდიან იმაში რომ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდებს უთხრას, რომ ერეკლე მეფე მოღალატე იყო, აღმაშენებელი იდიოტი, აკაკი წერეთელი მოძალადე, თამარ მეფე ცუდი მეფე.

 არ მითხრათ ახლა, რომ ამაში ვიღაც ფულს არ იხდის.

 სულ ზვიად გამსახურდიას სიტყვები მახსენდება ხოლმე:

 

“თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად”

 

ხოდა, მაქვს უფლება ვიცოდე , ვინ ცდილობს ჩემი ერისა და ადამიანების გახრწნას.

 უცხო ძალის გავლენა არ ნიშნავს აპრიორი, რომ ცუდია.

 კი, ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება უცხოეთიდან შემოსული ფულით და დიახ, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მაქვს უფლება ვიცოდე ვისი მადლიერი უნდა ვიყო კეთილი საქმისთვის. 

რატომ არ გინდათ მადლობა ვუთხრათ იმ უცხოურ დონორებს, ვისაც სიკეთისთვის აქვს გამოგზავნილი ფული? მათი გავლენის გამტარობა არ ნიშნავს კეთილი საქმის მკეთებლობას? 

აქ რა არის ცუდი? 

 მაგრამ ამავე დროს, მინდა ვიცოდე ვინ აძლევს ფულს ლომჯარიას რომელიც ამ ფულის გამო ქვეყანაში ბომბების წვიმაზე ოცნებობს?!

ყველა იმის ინტერესის გამტარი ვართ სადაც ვმუშაობთ, ცხადია, ვიღაც ბანკის, ვიღაცმაღაზიის, ვიღაც სკოლის, მე ტელევიზიის მაგრამ ხო ამაში ვიღებთ ფულს? ჩვენ ხომ მათთან ვმუშაობთ? არ მითხრათ ბანკში რომ მუშაობთ ბანკის ინტერესის ნაცვლად კლიენტის ინტერესს ითვალისწონებთ და ისე იძლევით სესხებს რომ ბანკი ზარალში გაგყავთ 

მე მინდა ვიცოდე, ვის უნდა ამ ქვეყნისთვის კარგი და ვის არა,

თუ მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ერთი ორგანიზაცია ჩემს ქვეყანაში, აქ არსებულ ენჯეოს უხდის ფულს იმაში ,რომ ბომბების წვიმა ინატროს, იმავე ქვეყნის მეორე ორგანიზაცია შესაძლებელია აგზავნის ფულს იმითვის რომ ეკლესიის რეაბილიტაცია მოხდეს.

 ანუ აქ ქვეყანა ხომ არცერთ შემთხვევაში არაა არაფერ შუაში? სად გვაქვს პრობლემა? რომ მეგობარს მეგობარი ვეძახოთ და მტერს მტერი?

 

და საერთოდ, ქართველს არასოდეს შეშლია არც მადლობის თქმა და არც მავნებლობისთვის პასუხოს გაცემა. ამიტომ, თუ ვინმე კეთილ საქმეს გვიკეთებს მადლობა არ შეგვეშლება და თუ ვინმე გვმტრობს არც მტრული პასუხი. 

  მე მინდა ვიცოდე ვის როგორ ვუყურო, ვის რა პასუხი დავახვედრო და ვისი მადლიერი ვიყო რომ მეხმარება - წერს ნათია ბერიძე