„ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც რუსეთში ხედავს სანდო და სამართლიან პარტნიორს და ეს ნამდვილად მსოფლიო უმრავლესობაა. ჩვენ არ ვამბობთ უარს დასავლურ სახელმწიფოებთან დიალოგზე. არჩევანი მათზეა – გეგმავენ ისინი რუსეთის განვითარების შეკავების მცდელობების, აგრესიის, ჩვენს ქვეყანაზე წლების განმავლობაში უწყვეტი ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებას, თუ თანამშრომლობისა და მშვიდობის გზის ძიებას. გავიმეორებ – საუბარი, მათ შორის უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე შესაძლებელია, თუმცა არა ძალის, ყოველგვარი ქედმაღლობის, სიამაყის და საკუთარი განსაკუთრებულობის პოზიციიდან, არამედ მხოლოდ თანაბარი პირობებით, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით“, - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ინაუგურაციის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01