img1


გასულ ღამეს ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ ღამეს ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორისაა ბავშვი. ამის შესახებ სამხრეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში განაცხადეს. 

პალესტინის სამოქალაქო დაცვის ჯგუფმა კი განაცხადა, რომ ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შენობებში გარდაცვლილი ადამიანები ნახეს. 

ცნობისათვის, ისრაელის მთავრობის განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ქალაქ რაფაჰში სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“, რადგან „ჰამასის“ უახლესი შემოთავაზება ზავის შესახებ შორს არის ისრაელის მოთხოვნებისგან.