img1


დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა. 

 

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნის, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა არ არსებობს. 

 

სააგენტო dpa იუწყება, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ, მიიღონ რუსული მხარის მიწვევა, „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით“. ამასთან, გერმანიამ, გადაწყვიტა პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს. ასევე, გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, განაცხადა, რომ კრემლში 7 მაისს წარმომადგენლის გაგზავნას არ აპირებს. პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც აშშ გაგზავნის.