img1


ირაკლი ჯანყარაშვილი - აი ამიტომ გვჭირდება გამჭვირვალეობა და აი ამიტომ უნდა ვამაგრებდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

უკანასკნელი სამი წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად კრიტიკული და სახიფათო იყო.

ყველას გვახსოვს "სახე-დაკარგული" ოპოზიციონერი ლიდერების და მათი მოკავშირე NGO - სექტორის ღია და დაუფარავი მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

უმძიმეს ბრძოლა გამოვიარეთ,

 ამ სამი წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოზე არნახული თავდასხმების მომსწრენი გავხდით.

ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან დასავლეთის ომის პარტიები მათ აგენტურასთან ერთად ერთბაშად და ერთხმაში მოგვიწოდებდნენ

 ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მისამართით ტყვია გაგვესროლა და საომარ მოქმედებებში იმ იმედით ჩავბმულიყავით, რომ თურმე

რუსეთი მალე დაიშლებოდა და ჩვენ ამ დაუფიქრებელი თავზე ხელაღებული ნაბიჯით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებოდით. იმ უკრანელ მეგობრებს, რომლებიც თავის წილ აგურს დებდნენ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის.

რეალობაში მათ ინტერესებში შემავალ ომს ქართველ ხალხს შესაძლებლობების ფანჯარად გვისაღებდნენ და გვბიძგულობდნენ იმ ომში ჩასათრევად, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრივობა გადაყვებოდა.

კოდორის ხეობაში თუ ახალგორში ცხარე ბრძოლების პარალელურად კი მოვისმენდით აღშფოთებული ორსულა ფონდ დერ ლაიენის მოთქმა გოდებას, შარლ მიშელის ქება დიდებას და იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ ჩვენ იქამდე სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვიდგენთ ნატოში გაწევრიანებას ვერ შევძლებთ.

თვითონ ნატო კი მიზან-შეუწონლად ჩათვლიდა ომში პირდაპირ ჩარევას. 

ცალკეული ევროპარლამენტარები დემოკრატიის დაცვისთვის დითირამბებს მოგვიძღვნიდნენ, ტაშს დაგვიკრავდნენ და ჩვენთვის დასამტკიცებელ ფინანსურ პაკეტზე დაიწყებდნენ მსჯელობას, რომელსაც დიდის ვაი-ვაგლახით მეორე წელს გადმოგვცემდნენ, მეორე წელს კი ღმერთმა უწყის ჩვენი სიმწრით ნაშენი ქვეყანა როგორ დღეში იქნებოდა...

 

აი ამიტომ გვჭირდება გამჭვირვალეობა და აი ამიტომ უნდა ვამაგრებდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვამსგავსებდეთ ქრისტეს ტაძარს, რომელიც კლდეზეა აგებული და ვერ ერევა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. 

 

/ ირაკლი ჯანყარაშვილი /