img1


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ანკარაში ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ანკარაში ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

 

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და გერმანია დაიწყებენ საუბარს ერთობლივ საწარმოებზე და არა ბარიერებზე, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში. ჩვენ გვსურს, მთლიანად მოვხსნათ შეზღუდვები, რომლებსაც ვაწყდებით თავდაცვის ინდუსტრიაში“, – განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, ანკარა ელოდება „გერმანიის ხელისუფლების შემდგომ მხარდაჭერას და სოლიდარობას ტერორიზმთან ბრძოლაში“.

თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე და თქვა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. მან აღნიშნა, რომ ისრაელმა ღაზაში ქალები და ბავშვები მოკლა და მოუწოდა გერმანიას, დაენახა „საშინელი სცენა“.

ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი აღარ ინარჩუნებს ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს ისრაელთან და ეს თავი დახურულია“.