„ბევრ რამეს ამბობდნენ - იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან, 27 ქვეყნის ელჩის დემარში იყო, „წითელი ხაზიაო“, ასე თქვეს. 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით. გათავისუფლებაზე იყო საუბარი, რადგან ტყუილი „მესიჯი“ იყო, რომ ვკლავდით სააკაშვილს. აქაც იგივე ხდება - ტყუილი, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და მეორე, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა. ახლაც - მივიღებთ ამ კანონს და წინ წავიწევთ ევროკავშირის მიმართულებით, როგორც კანდიდატის სტატუსი მოგვცა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25