img1


ისრაელის რეჟიმის ისპაჰანზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული მოხსენებები მცდარია - ირანის საელჩო საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის რეჟიმის ისპაჰანზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული მოხსენებები მცდარია და ის ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, ეს განცხადებები ამ რეჟიმის კრიმინალური ბუნების დადასტურებაა. ისრაელის რეჟიმის დანაშაულები არ შემოიფარგლება მხოლოდ პალესტინელი ხალხის გენოციდით, ისინი მტრულად განწყობილნი არიან დამოუკიდებელი ერების, ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ და სურთ ზიანი მიაყენონ ისტორიულ და ცივილიზებულ ქალაქ ისპაჰანს. ქალაქი, რომელიც არის საერთო მემკვიდრეობა და ირანისა და საქართველოს ხალხების მეგობრობის ნაწილი.

ამ ვიდეოში ხედავთ ისპაჰანელებს, რომლებიც დღეს დილით შეიკრიბნენ ალავერდი-ხანის ხიდთან და წაიკითხეს პატრიოტული ლექსი "ო ირანო, ოჰ თვლებით შემკულო მიწა". ეს ხიდი მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის არმიის ქართველი სარდალის ალავერდი-ხან უნდილაძის ბრძანებით აშენდა და ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობის სიმბოლოა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ძლიერი ირანი არასოდეს დაუშვებს მტრებს და უფლებას არ მისცემს დამნაშავეებს ზიანი მიაყენონ კაცობრიობისა და ცივილიზაციის საერთო მემკვიდრეობას.