img1


სომხეთის უარი დელიმიტაციაზე და აზერბაიჯანთან საზღვრების შემდგომ დემარკაციაზე უარის თქმა გამოიწვევს ახალ ესკალაციას სამხრეთ კავკასიაში

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სასაზღვრო ტავუშის რაიონის სოფელ კირანცის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. საუბრის ვიდეოჩანაწერი პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 „თუ ჩვენ არ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს (დელიმიტაცია და დემარკაცია), გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი აფეთქება მოხდება“, - აღნიშნა მან.

 

 სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადგილობრივი თემების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების მუშაობაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ჩართვის შესახებ.