"15 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ეთერში "ობიექტივის" პირველი გადაცემა გავიდა.
წლების მანძილზე მე ამ არხის რედაქტორი ვიყავი. 15 წლის შემდეგ, თავად მიმყავს პირდაპირი ეთერი "ობიექტივზე". ამ არხმა გარდამტეხი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბზრიალა კამერას დასცინოდნენ და ამ ბზრიალა კამერამ ამხილა ციხეებში პატიმართა წამების ფაქტები. ბევრს არ სჯეროდა ამისი, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა. "ობიექტივმა" ნამდვილად საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი შექმნა. აქ საავტორო გადაცემები მიჰყავდათ ცნობილ ადვოკატებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს. ბევრი მათგანი დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია. ბევრი მაღალ თანამდებობასაც იკავებს. "ობიექტივი" სრულად ინტერაქტიული ტელევიზიაა. ყველა ტელემაყურებელს აქვს პირდაპირ ეთერში დარეკვისა და მისი მოსაზრებების გაზიარების საშუალება. კადრს მიღმა
"ობიექტივს" ძალიან რთული ისტორია აქვს. არც ერთი ხელისუფლების პირობებში ამ ტელევიზიას პრობლემები არ მოკლებია. სულ იყო ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ "ობიექტივს" საოცარი შემადგენლობა ჰყავდა და ჰყავს: ჭკვიანი, ერთგული, სამშობლოსმოყვარული, ადამიანთა მოყვარული... ეს ქართული არხია! მხოლოდ ის რად ღირს, რომ "ობიექტივმა" და მისმა საქველმოქმედო ფონდმა ასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია დახმარება... შექმნა უნიკალური ტელეპროექტი "ჯადოსნური ყუთი"... მადლიერებით ვიხსენებ ყველა "ობიექტიველს". მადლიერი ვარ ჩვენი ერთგული ტელემაყურებლის და რადიომსმენელის. 15 წლის შემდეგ, "ობიექტივი" კვლავ პირდაპირ ეთერშია... "
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25