img1


მამუკა მდინარაძე: შავი ფული იხარჯება პარტიული კუთხით ეკლესიის წინააღმდეგ, მაგალითად და ლგბტ პროპაგანდაში. ჩვენ ეს ხომ ვნახეთ

შავი ფული იხარჯება პარტიული კუთხით ეკლესიის წინააღმდეგ, მაგალითად და ლგბტ პროპაგანდაში. ჩვენ ეს ხომ ვნახეთ. ანუ, არის ორი მიმართულება, პარტიები და პროპაგანდა. ამ ორი მიმართულებით იხარჯება ეს შავი ფული. იმიტომ არ ვიცით , მაგალითად, 7 ენჯეოს მიერ დახარჯული 70 მილიონი სად არის. და საქართველოში რა მოცემულობა გვაქვს იცით, რატომ იბრძვიან ასე, ბოლო რესურსს, მათ შორის, საერთაშორისო რესურსს რატომ იყენებენ იცით, იმიტომ, რომ 95%-ს უცხოეთიდან შემოსული გრანტების ხარჯავს 10 ენჯეო. დანარჩენ 5 პროცენტს ხარჯავს რამდენიმე ათასი ენჯეო. მიხვდით რამხელა დისონანსია და არარელევანტურობაა თანხების ხარჯვაში. ანუ 5 პროცენტს, შეიძლება არც ამდენს, ხარჯავს ათასობით ენჯეო, რაღაც თეთრებზეა საუბარი და დანარჩენს, 95 პროცენტზე მეტს ხარჯავს 10-15 ენჯეო. ესენი იბრძოლებენ თავისი ინტერესებისთვის და შავი ფულისთვის, რა თქმა უნდა.