img1


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა პალესტინული მოძრაობის ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს ღაზას სექტორში მისი შვილებისა და შვილიშვილების დაღუპვის გამო

ამის შესახებ ნათქვამია ჰამასის ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 „თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ისმაილ ჰანიესთან, რომლის დროსაც მან სამძიმარი გამოთქვა ღაზას სექტორზე ისრაელის დარტყმის შედეგად მისი შვილებისა და შვილიშვილების დაღუპვის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

 მოძრაობამ დასძინა, რომ ჰანიას სამძიმარი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ კალინმაც გამოუცხადეს.

 

 ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს სამი ვაჟი დაიღუპა ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, იუწყება Al Jazeera.