img1


რატი ბრეგაძე - მორიგი შესრულებული დანაპირები

მორიგი შესრულებული დანაპირები

ჩვენი მიზანი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის საჯარო მომსახურების მიწოდებაა. 

დავნერგეთ კიდევ ერთი სიახლე, რაც სერვისის მიმღებს კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებაში ქმედითად დაეხმარება. 

საჯარო რეესტრის თანამშრომელი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს თავად დაუკავშირდება, აუხსნის ხარვეზის მიზეზებს, რათა ხელახალი განცხადებისას ადამიანმა შეცდომები გამოასწოროს და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. 

მსგავსი მომზმარებელზე ორიენტირებული სერვისის სურვილი ბევრ ადამიანს ჰქონდა. მოხარულები ვართ, რომ მათი თხოვნა შესრულებულია.

წერს იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე