img1


ისრაელელი გენერლის ვაჟი: ისრაელი რასისტული და ტერორისტული რეჟიმია

ისრაელელი გენერლის ვაჟი: ისრაელი რასისტული და ტერორისტული რეჟიმია

ყოდსის დღე პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის საერთაშორისო დღეა, რომელიც ტრადიციულად რამადანის თვის უკანასკნელ პარასკევს აღინიშნება. ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოქალაქე ქუჩაში გამოდის, გმობს ისრაელის რეჟიმის დანაშაულებებს, ოკუპაციას, ხოლო პალესტინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. სავარაუდოდ, წლევანდელ მსვლელობაში ადამიანის უფლებადამცველთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას, რადგანაც სიონისტური რეჟიმის მიერ, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილმა უსასტიკესმა და ენით აღუწერელმა დანაშაულებმა მსოფლიო გამოაფხიზლა.

ისრაელის რეჟიმის მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა და უსამართლობამ თავად ისრაელელები ჩააგდო შოკში და მათ ნამდვილი შეძრწუნება გამოხატეს. ისრაელის საოკუპაციო რეჟიმი, დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, ერთადერთი აპარტეიდული და რასისტული სისტემაა, რომელიც, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ აგრძელებს გენოციდს ღაზაში.

მიკო ფელედი, ისრაელელი მწერალი, რომელიც ებრაული მთავრობის მიერ 1948 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის შვილიშვილია, ამბობს: სიონისტთა აზრით, ის ტერიტორია მხოლოდ ისრაელს და მთელი მსოფლიოს ებრაელობას ეკუთვნის, ხოლო იქ მცხოვრებ პალესტინელებს მასზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მაგრამ თუკი სხვებზე გაბატონების იდეოლოგია გაქვთ, თუკი ამტკიცებთ, რომ რომელიმე ჯგუფს, სხვა ჯგუფთან შედარებით, მეტი უფლებები აქვს, ასეთ შემთხვევაში, საკუთარი თავის განსამტკიცებლად ძალადობის გამოყენება დაგჭირდებათ. მოგიწევთ შექმნათ აპარტეიდული რეჟიმი, რათა ამ რასისტულმა იდეოლოგიამ მიზანს მიაღწიოს.

ხოლო, ეს სწორედ ისაა, რაც ისრაელმა შექმნა.

ფელედი აღნიშნავს, რომ ისრაელის და პალესტინელის საკითხი 2023 წლის 7 ოქტომბერს არ დაწყებულა, არამედ 75 წლის წინ, ისრაელის დაფუძნებით დაიწყო. იქვე, ასევე დასძენს: 75 წლის წინ სიონისტებმა და ამ მოძრაობის სულისკვეთებით შექმნილმა მთავრობამ პალესტინელებს ომი გამოუცხადა. ომს მოჰყვა ეთნიკური წმენდა, გენოციდის პოლიტიკა და რასისტული რეჟიმის დამყარება.

ფელედი ისრაელს „ტერორისტულ რეჟიმს“ უწოდებს, აღნიშნავს იმ უბედურებას და ძალმომრეობას, რაც პალესტინელებმა გამოიარეს და დასძენს: პალესტინელები ყოველდღიურად ტერორიზმის საფრთხის ქვეშ არიან. ქუჩაში სეირნობისას, არ იცი გცემენ თუ მოგკლავენ, არ იცი, სკოლაში წასული შენი შვილები უსაფრთხოდ არიან თუ არა, შენს სახლს დაანგრევენ თუ არა, შენს ძმებს ისრაელის არმია გაიტაცებს თუ არა.

ფელედმა აღნიშნა, რომ დასავლურ მედიას ხშირად სჩვევია ჰამასის დაგმობა. მისი თქმით, იმ ადამიანთა დაგმობა, რომლებიც ასპარეზზე წინააღმდეგობის გასაწევად გამოვიდნენ, რომლებიც დიდი ხანია ზეწოლის ქვეშ არიან, უაზროა. თუკი გვსურს, შეწყდეს წინააღმდეგობა, პირველ რიგში, უნდა დასრულდეს ზეწოლა. წინააღმდეგობა ყოველთვის რეაქციაა ტირანიის წინააღმდეგ. პალესტინელთა რეაქცია ბევრად უფრო ფართო მასშტაბის ძალადობაზე, რომელიც 75 წელზე მეტია გრძელდება, მეტწილად არაძალადობრივ ხასიათს ატარებს.

თუკი რაიმე საჭიროებს დაგმობას, ეს აპარტეიდული რეჟიმია. უნდა დაიგმოს ძალადობა და ბარბაროსობა, რომლის წინაშე პალესტინელები დგანან, უნდა დაიგმოს დასავლეთ სანაპიროზე მაცხოვრებელ ათასეულობით პალესტინელთა დაკავება და მკვლელობა, უნდა დაიგმოს ისრაელელ ექიმთა მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ამართლებს ღაზას საავადმყოფოების დაბომბვას, უნდა დაიგმოს იმ სტუდენტთა ქმედებები, რომლებიც მოუწოდებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან პალესტინელ მოქალაქეთა გამოსახლებისკენ. ასევე დასაგმობია არაერთი მსგავსი ქმედება. ჩაგრული ხალხის დაგმობა, წინააღმდეგობის გაწევის გამო, საფუძველს მოკლებულია და ორმაგი სტანდარტის ნიმუშს წარმოადგენს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზას სექტორში გენოციდის და სამხედრო დანაშაულებათა გაგრძელებამ, 33 ათასზე მეტი პალესტინელის მკვლელობამ 6 თვის მანძილზე, რომელთა უმეტეს ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ, ასევე ჰუმანიტარული დახმარების და სურსათის მიწოდებისთვის ხელის შეშლამ, რეჟიმის მიერ ღაზაში შიმშილობის გამოყენებამ, ქალების და ბავშვების გენოციდის გაგრძელების მიზნით, მათმა იძულებითმა გასახლებამ ეგვიპტის სინაის უდაბნოსა და იორდანიის მიწებისკენ, ამ საუკუნის უპრეცედენტო ადამიანური კატასტროფის მაუწყებელი საგანგაშო ზარი ჩამოჰკრა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე თვლის, რომ სანამ კრიზისის ძირეულ მიზეზს სერიოზული ყურადღება არ მიექცევა და მის დასაძლევად სათანადო ქმედებები არ განხორციელდება, რეგიონსა და მსოფლიოში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ დაისადგურებს.

მან ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ახლახან საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ირანის ინიციატივას პალესტინის საკითხის გადასაჭრელად და აღნიშნა: ირანის ისლამური რესპუბლიკას, ხაზს უსვამს რა პალესტინელი ხალხის ბუნებრივ და თანდაყოლილ უფლებას, ლეგიტიმური წინააღმდეგობა გასწიოს ჩაგვრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, მიაჩნია, რომ პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმას, დემოკრატიული ინიციატივის შემუშავებას და მის წარდგენას გაეროში, რომელიც ითვალისწინებს, ამ ორგანიზაციის დახმარებით, რეფერენდუმის ჩატარებას და მასში პალესტინის მკვიდრი ქრისტიანების, მუსლიმების და იუდეველების მონაწილეობას, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გასული საუკუნის რეგიონისა და მსოფლიოს ყველაზე ძველი და მტკივნეული კრიზისის აღმოფხვრაში.