img1


ევროკავშირი აპირებს სომხეთს იარაღი მიაწოდოს

ევროკავშირი აპირებს განავითაროს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა სომხეთთან და მიაწოდოს მას იარაღი. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ვასილის მარაგოსმა პარლამენტში განაცხადა.

 

 „ევროკავშირი აპირებს მხარი დაუჭიროს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს არალეტალური იარაღის მიწოდების კუთხით, საუბარია მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. ევროკავშირი სრულყოფილად რჩება რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და მშვიდონიანი გადაწყვეტის ერთგული, მათ შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ჩათვლით“, - ხაზგასმით აღნიშნა მარაგოსმა.