img1


საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახლა წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახლა წარადგენს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.