img1


დონალდ ტუსკი: ”ჩვენ ვცხოვრობთ ომამდელ ეპოქაში. არ ვაჭარბებ“: პოლონეთის პრემიერ მინისტრი ყველას აშინებს გარდაუვალი ომით და სთხოვს მოემზადონ თავდაცვისთვის

 „ახლა ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ფაქტიურად ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია. ასეთი მდგომარეობა 1945 წლის შემდეგ არ გვქონია. ვიცი, რომ ეს დეპრესიულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალ ეპოქას. ჩვენ ვცხოვრობთ ომამდელ ეპოქაში. არ ვაჭარბებ. ეს ყოველ დღე უფრო და უფრო აშკარა ხდება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა. „ევროკავშირის ბოლო სამიტზე საინტერესო დისკუსია მქონდა ესპანეთის პრემიერ მინისტრთან პედრო სანჩესთან. მან გვთხოვა, შეგვეწყვიტა სიტყვა „ომი“ განცხადებებში. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანებს არ სურთ იგრძნონ საფრთხე, რაც ესპანეთში აბსტრაქტულად ჟღერს. მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემს ნაწილში ომი აღარ არის აბსტრაქცია და რომ ჩვენი მოვალეობაა არა განხილვა, არამედ მოქმედება და თავდაცვისთვის მომზადება“, - დასძინა ტუსკმა.