ამბიციური და ამპარტავანი მაკრონი, რომელსაც თავადაც ეჭვი ეპარება თავის შესაძლებლობებში დღეს ევროპელ ლიდერებს შორის საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს და ცდილობს "მესიის მახვილის" როლი მოირგოს.
თუმცა არჩევნების გამყალბებელი მაკრონისგან, ვერც "მესიის მახვილი" და ვერც ნაპოლეონი ვერ დადგება.
კარგად იცის, თუმცა არ იმჩნევს მხრებზე დადგმულ ამერიკულ უღელს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.
როგორც Bloomberg იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტის სპეკულაციამ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ვაშინგტონის თქმით, ასეთმა ნაჩქარევმა განცხადებებმა შეიძლება „მოსკოვთან შეტაკების პროვოცირება მოახდინოს“, რის თავიდან აცილებასაც ცდილობს ამერიკა.
ვაშინგტონისთვის მაკრონი "ცანცარა, ამბიციურ და უპასუხისმგებლო" ლიდერად გადაიქცა და თუ ის დროულად არ გააცნობირებს, რომ
მისი დირექტორები ვაშინგტონში სხედან და მათ გარეშე სააბაზანოშიც კი ვერ შევა შესაძლოა ფატალურად დაასრულოს პრეზიდენტობის ბოლო ვადა.
მაკრონი სულტყულად თვლის, რომ ევროპაში ამეროკული ჰეგემონიის ფრანგულით ჩანაცვლებას შეძლებს, რადგან ამის არც ძალა და რა თქმა უნდა არც ავტორიტეტი არ გააჩნია.
ფრანგულ ექსპერტულ და პოლიტიკურ წრეებში დღეს, ერთის მხრივ ამ უპასუხისმგებლო ლიდერის თავზეხელაღებულობის ეშინიათ და მეორე მხრივ მოელიან, რომ
ვაშინგტონი დაუმორჩილებლობისთვის სადამსჯელო ზომებს მიიღებს.
ჯოხი კი რა თქმა უნდა ფრანგ მოქალაქეებზე გადატყდება, ეს ხელოვნურად გამოწვეული ინფლაცია იქნება თუ მოულოდნელი ტერორისტული აქტები, რომლებსაც "აისისი" მოაწყობს.
დღეს, ხომ არავისთვის არ არის უცხო თუ საიდან და როგორ შეიქმნა ეს ტერორისტული ორგანიზაცი, რომლის არქიტექტორებიც მხაღალი ტრიბუნიდან დონალდ ტრამპმა ღიად ამხილა.
ამერიკელების მკაცრი ანტირუსული რიტორიკის მიუხედავად, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ შეურაცხყოფაზეც კი გადავიდნენ, მიუხედავად ამისა კი ვაშინგტონის ინტერესებში ნამდვილად არ შედის რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში შესვლა, მითუფრო მზარდი ჩინური საფრთხის ფონზე.
ამერიკლებს კარგად ესმით ის რისკები, რომლებიც თან ახლავს ნებისმიერ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით.
შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ითვალისწინებს რუსეთის ხელისუფლების მიერ გავლებულ წითელ ხაზებს. დაახლოებით ერთი წლის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა: „ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ შეერთებულ შტატებს, რომელიც აკონტროლებს ნატოს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ ლაპარაკობს ამ ქვეყნების სახელით - ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირები, ყველაფერი ვაშინგტონში წყდება.
ასე რომ, ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ვაშინგტონს... შემდგომი შეცდომების შესახებ, რომლებსაც შეიძლება საშიში შედეგები მოჰყვეს. უკრაინაში ნატოს ჯარების ადგილი არ არის“.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25