-" publicist.ge_ს ოპოზიციიდან წყარო უყვება, რომ ახლად გაერთიანებულ გვარამიასა და მელიას შორის მორიგმა განხეთქილებამ იფეთქა, ამ ჯერად მიზეზი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გახლავთ, რომლის მიღების შემდეგაც LGBT - პროპაგანდის აკრძალვა მოხდება და კონსტიტუციაში მკაცრად გაიწერება სახელმწიფოს დამოკიდებულება არატრადიციული ცხოვრების წესის მიმართ.
დაპირისპირების მიზეზი კი შემდეგი გახლავთ:
ნიკა გვარამია თვლის, რომ ქართული ოცნების ამ კანონპროექტის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა უნდა დაიწყონ და LGBT - პირების უფლებები ღიად დაიცვან, ამისათვის კი პარტაქტივს ქუჩის აქციებისთვისაც ამზადებს.
როგორც იცით მთავარი არხის ერთ - ერთი სახე ანი სუბელიანი გახლავთ, რომელიც "თბილისი პრაიდის" თავმჯდომარეა და რა თქმა უნდა მთავარი არხიც ამ ორგანიზაციის პარტნიორი გახლავთ.
შესაბამისად გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ ორგანიზაციის მიმართ.
ნიკა მელიას მიაჩნია, რომ LGBT - პირების საჯარო და ღია მხარდაჭერით წინა საარჩევნოდ ამომრჩევლებს დაკარგავენ და ქართული საზოგადოება არ მიიღებს პარტიას, რომელიც გეი_აქტივიზმის ღია მხარდამჭერია.
მთავარი არხის მენეჯმენტი საეთერო ბადის მთლიანად შეცვლას გეგმავს და
კანონპროექტის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის ემზადება.
ასევე იგეგმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებიც და ერთიანი სარბრძოლო გეგმის შემუშავებაც.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25