img1


"გეები და ტრანსები ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდებიან"

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ლგბტ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ მიმართვას ავრცელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, უახლოეს დღეებში მათ მიერ დაგეგმილ დისკუსიაში ჩაერთონ: 

 

„ბოლო კვირებში ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან გაზრდილ ჰომოფობიურ რიტორიკას. ჟღერდება ლგბტქ თემის და ასევე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები. მნიშვნელოვანია, უკეთ გავიაზროთ მომდინარე საფრთხეები, გავაძლიეროთ ერთმანეთი და დავსახოთ ეფექტური სამოქმედო გეგმა“, - წერია „თბილისი პრაიდის“ მიმართვაში.