საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევის თქმით, შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მსგავს ინიციატივას ახორციელებს.
“შემოთავაზებული ინიციატივა ადამიანების უფლებებზე და, განსაკუთრებით, LGBTI ადამიანების უფლებებზე აშკარა თავდასხმაა. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელსაც ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორობის ღირებულებებზე დაფუძნებული ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის.
ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა პრინციპებს ღალატობს, არამედ უერთდება ყველაზე სავალალო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც LGBTI პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის იმ უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივაზე დაუყოვნებლივ თქვას უარი და გადადგას რეალური ნაბიჯები რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში ყველასთვის რეალობა გახდეს. LGBTI ადამიანებს, ყველა ინდივიდის მსგავსად, აქვთ უფლება იყვნენ დაცული დისკრიმინაციისგან და ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით”. – თქვა დენის კრივოშეევმა.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25