img1


ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო

პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

 

გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით. 

 

„არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც," - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.