მოსკოვის მახლობლად მდებარე "კროკუს სითიში" მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები საზოგადოებაში პანიკის დათესვას აპირებდნენ, მაგრამ მათ ერთიანობით შევხვდით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ვიცი, რომ მათ შორის, ვინც ახლა თანაგრძნობას უგზავნის დაღუპულთა ოჯახებს, არიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან, ყველა ასაკის, მათ შორის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ისინი, ვინც გეგმავდნენ ამ ტერაქტს, იმედოვნებდნენ, რომ დათესავდნენ პანიკას და უთანხმოებას ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ მათ შევხვდით ერთიანობით და ბრძოლის ჟინით, წინააღმდეგობა გაეწია ამ ბოროტებას“.
რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დახმარება გაუწია დაშავებულებს და გადაარჩინა ხალხი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებამ აჩვენა ნამდვილი სოლიდარობის, ერთიანობისა და ურთიერთმხარდაჭერის მაგალითი. პუტინმა აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის გამოძიება პროფესიონალურად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე უნდა წარიმართოს.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25