მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში თავდასხმა რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტად შეაფასა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც ამ უქმეებზე იყო დაგეგმილი. ასევე, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. რუსული მედია 15-დან 40-მდე დაღუპულისა და 100-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25