აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს. ინფორმაციას ეგვიპტეში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ომში, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის უზრუნველყოფას და ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით.
ეგვიპტის პრეზიდენტმა ისაუბრა ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად ზავის აუცილებლობასა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციის საშიშროებაზე.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25