img1


ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომთაშორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ,“ – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა

 „ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომთაშორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ,“ – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

 

„ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ომი უფრო შორს წავიდეს, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს თავის დაცვაში. აშკარად არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაც დგას სასწორზე. ჩვენ ნამდვილად თუ დავეხმარებით უკრაინას, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ, თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რამდენიმეწლიანი პაუზა იქნება და ჩვენ ამას უფრო ფართო მასშტაბით დავინახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახორციელებთ ინვესტიციას თავდაცვაში“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

 

მან მოუწოდა „რამშტაინის“ კოალიციის ქვეყნებს, თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 % დახარჯონ უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, რაც დიდ წვლილს შეიტანს უკრაინის რუსეთზე გამარჯვებაში.