img1


ირაკლი კობახიძე - ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს!

ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს!

 

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი.

 

მოხარული ვარ, რომ ამ სიხარულის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაზიარების შესაძლებლობა მქონდა. ქართველებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. 

 

დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დავათვალიერე, ვეწვიე ეთნოკუთხეს, ასევე დავესწარი სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას.

 

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს!