„ჩვენი სურვილია, რომ აშშ-სთან პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება, გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25