img1


" ნაც-ხლოსტები თავიანთ მარცხსს თვითონვე პროგნოზირებენ " - ირაკლი ჯანყარაშვილი

მევახშეებით, მწამებლებით და კორუფციაში გასვრილი მძარცველებით დაკომპლექტებულ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების.

აი ეს ესმით კარგად!

 

მათ სამარცხვინო წარსულს, ისიც ემატება, რომ უკრაინის გამარჯვებით დაიმედებულნი სრულიად უპასუხისმგებლოდ ლობირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში.

რაც ქართველი ხალხისთვის მკვეთრად გავლებული წითელი ხაზი იყო და არის დღესაც.

 

ამ ყველაფერთან ერთად კი მათ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოხსნა ყველა ნიღაბი და დღეს ყველას სახე გამოჩნდა, 

უფრო მკვეთრად გავარჩიეთ ვინ დგას სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე და ვინ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს.

ყველა აგენტი გაიშიფრა და თავისი სახელი დაერქვა.

კარგად ესმით, რომ მათ ქართველი ხალხი არ გაყვება, კარგად ესმით რეალურად რამდენი პროცენტის ამღებებიც არიან რაც არ უნდა დაირქვან.

 

სწორედ ამიტომ ეპოტინებია ცესკოში თანამდებობებს და სწორედ ამიტომ ქმნიან საზოგადოებრივ აზრს თითქოს ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

 

თავიანთ მარცხსს თვითონვე პროგნოზირებენ და ხელოვნურად ქმნიან საფუძვლებს არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის.