ზახაროვას თქმით, მოსკოვმა კარგად იცის დასავლეთის ქვეყნებიდან სომეხ პარტნიორებზე ზეწოლის ხარისხი „რითიც ცდილობენ შეარყიონ სიტუაცია რეგიონში, გამოიყენონ ის როგორც პლაცდარმი“ რუსეთის წინააღმდეგ. „თუმცა, ერევნის ამჟამინდელი კურსის გაგრძელებამ საბოლოოდ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს მოკავშირეობრივ ურთიერთობებს, შეუქმნას სერიოზული რისკები რესპუბლიკის სუვერენიტეტს, მთლიანად გაანადგუროს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არსებული ეფექტური მექანიზმები და გავლენა იქონიოს მისი პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე. ”- განაცხადა ზახაროვამ. „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ მზად ვართ ერევანთან სანდო, ნორმალური, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგისთვის მთელი რიგი აქტუალური საკითხების, მათ შორის ოდკბ-ს ფარგლებში ურთიერთქმედების შესახებ“, - განაცხადა მან.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25