img1


"წითელი გველხოკერა, ასე ეძახის ქარდავა მორგოშიას" (დაპირისპირება ალტ - ინფოში)

PUBLICIST.GE - ი წყაროზე დაყრდნობით იგებს, რომ ალტ - ინფოში დიდი დაპირისპირებაა, შიდა სამზარეულს ამბები ჩვენი სააგენტოსთვის გახდა ცნობილი.

როგორც ვარკვევთ კონსტანტინე მორგოშია დაუკრეფავში გადავიდა და რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ოთარ ფარცხალაძისთვის ზურგში დანისჩარტყმას შეეცადა.

ალტ - ინფოს თავმჯდომარეს გიორგი ქარდავას კი არ სურდა მორგოშიას ავანტურებში მონაწილეობის მიღება და ეშინოდა, რომ მათ საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩამოუღებდა თაროებიდან, რომლითაც ჰყავთ დღეს მორგოშია კომპრომიტირებული.

 

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება ქარდავა მშიშარა ლიდერია და დღეს ყველაზე მეტად ახალი პრემიერის ეშინია, რომელთანაც მორგოშიამ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება.

ქარდავა პრაგმატული ადამიანია და მას მორგოშიას მიერ აშენებული ოცნების კოშკების აღარ სჯერა და დღეს უკვე ცდილობს პარტიიდან მისი ძმაც მოიცილოს, ირაკლი მორგოშია, რომელიც კოკას (წითელი გველხოკერას) თვალი და ყურია.

გვიყვება წყარო...

 

რუსეთიდან მათ გამოძევებას ქარდავა მორგოშიას აბრალებს და ანგარიშწორებით ემუქრება.

ამიტომაც არის მორგშია თვეზე მეტია ეთერში რომ არ გამოჩენილა და არც სოციალურ ქსელში აფიქსირებს თავის პოზიციას.