img1


ტვ - პირველმა როგორც მედიამ, მაუწყებლობა უნდა შეწყვიტოს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ გადაკეთდეს - ირაკლი ჯანყარაშვილი

ტვ - პირველმა როგორც მედიამ, მაუწყებლობა უნდა შეწყვიტოს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ გადაკეთდეს. თან პაციენტების ნაკლებობაც არ ექნებათ იქვე მყოფები დაწვებიან თავიანთ კლინიკაში სამკურნალოდ... 

 

დილიდან მოგვაბღავლეს, რომ თურმე ევტოშენკოვის ახლო მეგობარი ხიდაშელი ჩამოვიდა საქართველოში და აი პრორუსმა ხელისუფლება ვოლსკი გაუგზავნაო...

ამ ყველაფერს კიდევ იძიებს "დროა" ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია, იმ ხოშტარიას , რომელმაც მოსკოვიდან ასობით ათასი დოლარი მიიღო და ესო მემკვიდრეობა არისო...

ხიდაშელის ყოფნის მიზეზსს არკვევს "მგიმოს" კურსდამთავრებული ხოშტარია...

 

ტვ - პირველი კიდევ მთელი ემოციით გადმოგვცემს ამ ამბავს...

 

ამ დროს კი რა დაგვიშავა საერთოდ ევტუშენკოვმა? ან საერთოდ ვინ არის გარდა იმისა, რომ ბიზნესმენია რომელიც ამერიკელებს არ "ევასებათ" და მიასანქცირეს.

 

ვინ კითხავს ევტუშენკოვს აფხაზეთის საკითხს ?

თუნდაც დავით ხიდაშელს აქვს კი ამხელა გავლენა რუსეთში, რომ ვიღაცეები დააწრმუნოს კონფედერაციულ მოწყობაზე ?

 

და საერთოდ თუ რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაზე შევთანხმდებით, რომელიც აფხაზეთთან დაგვაახლოვებს, რატომ გამოდის ეს ქვეყნის დაშლა ?

თუ სავაჭრო ურთიერთობებს, ან თუნდაც რკინიგზას გავხსნით ამით რას ან როგორ ვკარგავთ ?

 

თუმცა ტვ - პირველის, "დროას" და სხვა ნაცხლისტთან ამოცანაც ხომ ეს არის, როგორმე ყველა ხიდი, რომლის გაბმასაც შევეცდებით აფხაზებთან ჩატეხონ...

ასეთია დავალებაა გაცემული "კოლექტიური დასავლეთიდან" , არავითარი მშვიდობა და მხოლოდ იარაღის ჟღარუნი, რაკეტების წვიმა და ჯარში გაწვევის რიგები უნდა იდგეს საქართველოში!

 

ირაკლი ჯანყარაშვილი