img1


ვატო შაქარიშვილი: ნულანდის “სისხლიანი ორცხობილები”

კიევის მაიდანის და უკრაინის განადგურების მრავალწლიანი პროცესის უცვლელი კურატორი ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. 

ბლინკენი საკუთარ განცხადებაში წერს - “ჩვენ უაღრესად მადლობელნი ვართ ტორიას სამსახურისთვის და იმ წარუშლელი კვალისთვის, რაც მან ამ ინსტიტუტსა და მსოფლიოში დატოვა.”

კი, ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა მან უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში! 

რევოლუციები, ომები, ასეულ ათასობით მსხვერპლი, ნგრევა - ეს არის ქალბატონი ნულანდის მრავალწლიანი საქმიანობის მონაგარი! ამ ადამიანს სისხლში აქვს ხელები! 

 

სწორედ ნულანდი იყო წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის კურატორი, ნაც-მოძრაობის და ყველა იმ პარტიის თუ ენჯეოს მხარდამჭერი, რომლებიც მზად იყვნენ აშშ-ის ინტერესების სამსხვერპლოზე დაუფიქრებლად მიეტანათ ჩვენი ქვეყანა, რომლებიც აღასრულებდნენ ყველანაირ დირექტივას, თუნდაც ის საქართველოსთვის დამღუპველი ყოფილიყო. უშუალოდ ნულანდის კადრებით არის დაკომპლექტებული აშშ-ის საელჩოს არსებული შემადგელობა. ალან პარსელი, რომელიც ნულანდთან ერთად კიევის მაიდანის შემოქმედია, დღეს რობინ დანიგანის მოადგილის პოზიციას იკავებს. 

ასევე საყურადღებოა, რომ დროებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი (2009-2012) ჯონ(მწვანე) ბასი შეასრულებს. 

ჯონ ბასმა, ქართველ ხალხს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიან დარბევას, რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადებით მწვანე შუქი აუნთო. მართალია, დარბევის იმ წარმოუდგენლად სასტიკი ფორმების ხილვით ისიც გაოგნებული დარჩა და სააკაშვილის რეჟიმი გააკრიტიკა კიდეც, მაგრამ ამით დაღუპულებს და დასახიჩრებულ ადამიანებს ნამდვილად ვეღარ უშველიდა.

P.S. ამ ერთ ფოტოზე ძალიან კარგად ჩანს უკრაინის ტრაგედია - როგორი სიხარულით ართმევენ უკრაინელები ნულანდს “სისხლიან ორცხობილებს.”

P.P.S. საქართველოსთვისაც გამზადებული იყო “სისხლიანი ორცხობილები” მაგრამ ხელისუფლების, ერის და ბერის გონიერებისა და სიმტკიცის დამსახურებით, ჩვენ ვერ შემოგვასაღეს!!!

წერს - ვატო შაქარიშვილი