img1


ჩემი ინფორმაციით ნოდარ მელაძეს სასახლეს ერთ - ერთი მშენებელი უშენებს, რომელთანაც ურთიერთობა მისმა ცოლმა დაალაგა და სიუჟეტის გასვლის სანაცვლოდ სახლი გამოსძალა... - ირაკლი ჯანყარაშვილი

- " დღეს ნოდარ მელაძის კიდევ ერთი "შაბაში" გავა ეთერში, ინფორმაციებით დახუნძლული, ერთმანეთში აზელილი ტყუილ მართალით, რომლითაც კიდევ ერთხელ გააბრუებს თავის აუდიტორიას...

რატომღაც ყველაფრის მცოდნე

ნოდარას ყურადღება ერთხელაც არ დაუთმია მწამებელი მკურნალიძის სამშენებლო ბიზნესისთვის, როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ გაგა მკურნალიძის კომპანია ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებს ?!

მაშინ, როცა თვითონ მუკრნალიძე ხელის აუკანკალებლად აწამებდა პატიმრებს!

თუმცა, საქმე იმაშია, რომ ნოდარა თავის გადაცემებში გასულ სიუჟეტებს მეუღლესთან ათანხმებს, რომელიც მომრიგებელია ბიზნესმენებთან და ამ შემთხვევაში მკურნალიძესთან,

რომლის მეზობლადაც დიღომში მილიონერების უბანში ნოდარა სასახლეს იშნებს.

იმ ცნობილ ვიდეოში, არც თუ ისე შემთხვევით ნოდარას ცოლი სხვა ერთობ საინტერესო სახეებთან ერთად მკურნალიძეს "ჩემი გმირი გიწოდეო" უმღეროდა, მისი გმირი იქნება ბატონი გაგა, კაცმა არ იცის რამდენი და როგორ აქვს მიტანილი ნოდარას ქისაში, მისი სახელი, რომ არსად ახსენოს...

ჩემი ინფორმაციით ნოდარ მელაძეს სასახლეს ერთ - ერთი მშენებელი უშენებს, რომელთანაც ურთიერთობა მისმა ცოლმა დაალაგა და სიუჟეტის გასვლის სანაცვლოდ სახლი გამოსძალა...

რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ მკურნალიძის ხელსაც იმ უზარმაზარი სახლის მშენებლობაში...

ბოლო - ბოლო მის მეზობლად შემთხევით, ხომ არ მოხდებოდა...

ირაკლი ჯანყარაშვილი