img1


კარგი იქნება, თუ დაწესდება უვიზო რეჟიმი – აშშ-ის ელჩთან პრემიერის დამაიმედებელი შეხვედრა

ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს, მით უმეტეს, რომ აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკას ამით გამოწვევები არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კარგი იქნება, თუ დაწესდება უვიზო რეჟიმი - აშშ-ის ელჩთან პრემიერის დამაიმედებელი შეხვედრა

მისი თქმით, სასურველია, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, განვითარდეს კავშირები. ამისთვის კი, პრემიერის აზრით, ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე, თუნდაც მიმსგავსებული, ტემპით განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებდა უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე. თუ იქნება პირდაპირი ფრენები შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია – ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს ნულოვანი მდგომარეობა. თუ გვექნება დადებითი დინამიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.