არასოდეს დამავიწყდება 2000-ნი წლების დასაწყისში გერმანიაში იურიდიულ ბიბლიოთეკაში შესვლისას მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილება. საოცარი ორგანიზებულობით, მარტივი ლოგიკით თაროებზე განთავსებული უნიკალური ათეულობით ათასი წიგნი, რომელთა შორისაც, ადვილად აღქმადი სისტემის წყალობით, სასურველ ლიტერატურას მყისიერად იპოვიდი.
მშვიდი გარემო, რომელიც თავისდაუნებურად უხმობდა ადამიანს განათლების მიღების და შემდგომ ახალი ცოდნის შექმნის სამყაროს, ანუ მეცნიერების თვალუწვდენელი ჰორიზონტებისკენ.
გავიდა დრო და აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საჯარო დაწესებულებებსაც თავისი სპეციალიზირებული ბიბლიოთეკები ჰქონდა, რაც თანამშრომლებს საკითხის გადაწყვეტისას მეცნიერების უახლესი მიღწევებით კვალიფიციურ დახმარებას უწევდა. მსგავსი სისტემის დანერგვა ოცნებად მექცა, რომლის რეალიზებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაც წლებთან ერთად გაჩნდა.
წიგნებში დაგროვებული გამოცდილების პრაქტიკული რეალიზაცია არის ნებისმიერი წარმატებული საქმის მთავარი საწინდარი. სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტროში შემოსვლისთანავე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მეცნიერებასთან მაქსიმალური დაახლოვება დავისახეთ მიზნად. დავაფუძნეთ ჟურნალი იუსტიცია, დავიწყეთ სამეცნიერო პროექტების დაფინანსება და მეცნიერებთან უწყვეტი დიალოგი.
დღეს კი ახალგაზრდობის წლების გარკვეული ნოსტალგიით და მომავლის სიხარულით ვუყურებ იუსტიციის სამინისტროს ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას, რომელიც ჩვენი გუნდის მრავალ ღირსეულ წევრს პროფესიულ საქმიანობაში არაერთი მწვერვალის დაპყრობაში დაეხმარება.
ეს თაროები კიდევ ხანგრძლივი შრომის შედეგად დაგროვებული სიბრძნის მატარებელ წიგნებს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც სჯერა ამ მიზნის და მის მისაღწევად ძალას და ენერგიას არ იშურებს.
წინ ბევრი სასიამოვნო სიახლეა.
წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25