img1


ვატო შაქარიშვილი: ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით – ომის აქსელერატორი

დაპირებებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

“უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის ძირითადი წილი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებზე მოდის, რადგან პრობლემის სათავე NATO-ს გაფართოებაა” – წერს ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჯონ მერშეიმერი 2014 წლის ნაშრომში სახელად, “რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”

დიახ, დაპირებები ნამდვილად იყო ხმაურიანი, მაგრამ უკრაინა ღია კართან დგომაში დაღუპვის პირასაა მისული და დღეს ეუბნებიან, რომ ვერც ვერასოდეს შევა ამ ღია კარში თუ რუსეთს არ დაამარცხებს. ცინიზმი – სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ამ პასუხს?!

გაურკვეველია, ჰიპოთეტურად რუსეთის დამარცხების ანუ უკრაინის მთავარი და ერთადერთი საფრთხის განეიტრალების შემდეგ, რაში დაჭირდება ამ ქვეყანას რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, ცხადია ეს უდიდესი აბსურდია.

სამწუხაროდ, ჩვენ, არამარტო უკრაინის მაგალითი გვაქვს წინ, არამედ თავად გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება 2008 წლის ომის სახით. ჩვენთვისაც ხომ არ იშურებდნენ ცინიკურ პასუხებს, ყველას გვახსოვს – “მაპზე უკეთესი…”

მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულს ბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორც არასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით – ომის აქსელერატორი?

კითხვაზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ლიბერალური ცენზურის გარეშე გავაანალიზოთ უკრაინის მოვლენებიც და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც.“ – წერს ვატო შაქარიშვილი.