- " საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მძიმე და გამოწვევებით დახუნძლული არჩევნები ახლოვდება... ხოლო ხალხი, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ ქვეყნისთვის, ქართული ოცნების გვერდით ერთგულ ჯარისკაცად დადგნენ და
ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსნან წარსულის ჯოჯოხეთისგან, შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ მწამებელი მკურნალიძე თავისუფალია და ნაცვლად მინიმუმ გადახვეწისა,
სამშენებლო ბიზნესით ჯიბეს ისქელებს...
ოცნების ქომაგი "ელიტა" კი მის დაბადების დღეს ზეიმობს, თუნდაც მასთან ერთად ახალწელს აღნიშნავს.
ნოდარ მელაძის, ცოლთან ერთად პიანონსაც მისხდომიან და აქაოდა ცხოვრება მშვენიერიაო...
ეხლა რა გააკეთოს გამწარებულმა ხალხმა ?
რა გააკეთოს ან რა სიმართლე ეძებოს ნაწამები პატიმრების, მოკლული ახალგაზრდების ოჯახებმა ?
არ არსებობს ორი სიმართლე, არსებობს ერთი და ეს სიმართლე ამ ელიტისთვის იმდენად მწარე და მიუღებელია, რომ მისი არა თუ მიღება არამედ მოსმენაც არ უნდათ!...
ამ შემთხვევაში კი ეს მავნე მეტასტაზი ქირურგიული ჩარევით უნდა ამოიკვეთოს, ამოიკვეთოს ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის! "
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25