img1


მტრულად განწყობილი უკრაინის ხელისუფლება საქართველოს საინჟინრო ტექნიკას სთხოვს

 „ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრ შულგამ განაცხადა:

 

„ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს ზოგი, სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის მოწოდებას ახორციელებს უკრაინისთვის. 2022-23 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები, ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი, ამ ნანგრევებისგან გასუფთავება. ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ ამის შესახებ პასუხს", - განაცხადა შულგამ.