კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არიან ნაცები და რატომ ვუწოდებ მაგათ, სააკაშვილის ჯიბის პარტიებს, კოლექტიურ ნაცმოზრაობას.
1. პირველი და მთავარი მიზეზი, რატომ არიან ნაცები. ამ ელემენტარულ ნიუანსებში ყველა უნდა ერკვეოდეს.
თეორიულად, პირობითად დავუშვათ, რომ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო 50%-ზე მეტი. ამ შემთხვევაში პარტიები იწყებენ მოლაპარაკებებს უმრავლესობის შექმნის შესახებ, კაბინეტის ჩამოყალიბების მიზნით. თუ ერთი პარტია ვერ აყალიბებს, განასხვავებენ კოალიციურ და უმცირესობის მთავრობებს. დეტალებით არ გავართულებ ტექსტს.
არჩევნების შედეგად შეიძლება რამდენიმე ვარიანტი მოხდეს:
ა) ერთმა პარტიამ მიიღოს ნახევარ მანდატებზე მეტი და აყალიბებს მთავრობას;
ბ) ნახევარზე მეტი მანდატები ვერავინ მიიღოს და ორმა ან მეტმა პარტიამ, მოლაპარაკებების შედეგად ჩამოაყალიბოს უმრავლესობა და კაბინეტი;
გ) ნახევარზე მეტი მანდატები ვერავინ მიიღოს და მოლაპარაკებების შედეგად უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდეს.
თუ უმრავლესობა ვერ ყალიბდება, შეიძლება დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აი აქ ვადგებით მთავარ კითხვას, რასაც ხშირად ვუმეორებ პატარა პარტიებს (პატარა ნაცებს): თუ თეორიულად, პირობითად, "ოცნებამ" ვერ მიიღო უმრავლესობა, "ლელო" და გახარია ნაცებთან შეკრავენ კოალიციას, როგორც ეს გააკეთეს ოთხ მუნიციპალიტეტში?
ახლა რომ გვაბოლებენ და ცდილობენ ნაცებისგან, როგორც ჭირისგან დისტანცირებას, ახლავე თქვან მისცემენ თუ არა ხმებს ნაცმოძრაობის კოალიციას?
დიდი ხანია ამ კითხვას ვსვამ და პასუხს თავს არიდებენ. თუმცა, თუ რუსთავში და სხვა სამ მუნიციპალიტეტში შეეკვრნენ ნაცებს, ასევე შეეკვრებიან მომავალ პარლამენტშიც, თუ შანსი მიეცათ.
სხვა შანსი კი არ აქვთ. ხომ იციან ლელომ და გახარიამ, რომ დღევანდელი 2-4%, შეიძლება მაქსიმუმ 5-7%-მდე გაზარდონ? ჰოდა, თუ მოახერხეს და გადალახეს ბარიერი, 5-7%-ით როგორ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას?
ამიტომ, ტყუილად ცდილობს ლელოს ლიდერი მტკიცებას "ის არ ვართო". თუ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა შექმენით, ე.ი. ზუსტად ის ხართ.
თუ ასე არაა, დაშალეთ ოთხი მუნიციპალიტეტის უმრავლესობები და განაცხადეთ, რომ ნაცებთან პარლამენტში კოალიციას არ შეკრავთ.
"ქართულ ოცნებაზწ" წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ნაცებთან და გახარიასთან (მიზეზი ახსნეს ადრე) კოალიციას არ შეკრავენ. ალბათ არც "ლელოსთან".
ესაა თემა. თუ ღირებულებებით პარტია შენთვის მიუღებელია, მასთან კოალიციას არ კრავ, თუნდაც ამან ხელახალი არჩევნები გამოიწვიოს.
2. კიდევ იმიტომ ხართ ნაცები, რომ წლებია მოქმედებთ ნაცმოძრაობის დღის წესრიგით. ჯერ ფანჩატურში ისხედით და თათბირობანას თამაშობდით. სინამდვილეში მოქმედებდით სააკაშვილის და თემურ ალასანიას მითითებებით. გაიხსენეთ თუნდაც ფარული ჩანაწერები.
ფანჩატურიდან, გარკვეული ხნით ლელოს ოფისში გადაინაცვლეთ და იქ იკრიბებოდით ყველა. ახლა სალომეს სალობიეში დაიწყეთ შეკრებები.
ყველა პარტიას საერთო მიზანი გაქვთ. წესით ერთი პარტია უნდა გერქვათ.
3. მესამე მიზეზი ზემოთ ვახსენე, მაგრამ ცალკეც გამოვყოფ. ოთხ მუნიციპალიტეტში როცა ნაცებთან ერთად უმრავლესობა შეკარით, ე.ი. არ გაქვთ მორალური პრობლემები იყოთ ერთ უმრავლესობაში. შეააბამისად ერთნი ხართ. ვიმეორებ, შეგეძლოთ არ შეგეკვრათ და გამოგეწვიათ ახალი არჩევნები.
4. ერთნი ხართ, ერთი ღირებულებები გაქვთ, ერთი პროპაგანდა გაქვთ. მედიები ისე გადაინაწილეთ, რომ არც ჟურნალისტებს გასჩენიათ დისკომფორტი და არც თქვენ ნაცების ე.წ. ჟურნალისტებთან მუშაობა.
და ბოლოს, იმ დროს, იმ საქართველოს და იმ ქართველ ხალხს რა ვუთხარი, ლელო რომ ხელისუფლებაში მოვა და ხაზარაძე და გეგელია ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გააქცევენ.
წერს: ანალიტიკოს ამირან სალუქვაძე
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25