„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა,“ - ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„დადასტურდა ორმხრივი ინტერესი რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის შემდგომი განვითარების მიმართ. შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება პირადი კონტაქტები“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 93%, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.
2026-07-21
2026-07-20
2026-07-18
2026-07-17
2026-07-16
2026-07-16
2026-07-15
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12