img1


ფლორიან ფილიპო ჩვენ გვჭირდება სანქციებიდან თავის დაღწევა და ევროკავშირის დატოვება

ფრანგული პატრიოტების პარტიის ლიდერი ფლორიან ფილიპო: ივლისში გაზზე ახალი მასშტაბური ზრდაა მოსალოდნელი: +5,5%-დან +10,5%-მდე. ახალი სიგიჟე, რომელიც დააწვება მილიონობით ფრანგულ ოჯახს და ბევრ ბიზნესს! ეს არის პირდაპირი შედეგი იმ იდიოტური ანტირუსული სანქციების, რომლებიც გვაიძულებენ ვიყიდოთ ბევრად ძვირი გაზი სხვა ქვეყნებში, ზოგჯერ რუსული გაზიც კი, რომელიც გაზრდილი ტრანზიტის შემდეგ 3-ჯერ ძვირად გვყიდიან... მოდით, თავი დავანებოთ ამ სისულელეებს. ჩვენ გვჭირდება სანქციებიდან თავის დაღწევა და ევროკავშირის დატოვება - Frexit! ფრანგები დაიღალნენ ამ სიგიჟით!