img1


მიშას ისევ "გულისპრანჭვები" აქვს

- " კარგი რეჟისორი ძალიან საინტერესო დრამას გადაიღებდა, მიშაზე თავის დედიკო გიულიზე და დედიკოს ბოიფრენდ გიორგი ჩალაძეზე.

რა თქმა უნდა სცენარის ავტორი და დრამის მთავარი გმირი სააკაშვილი იქნებოდა, რომელიც ბოროტ პუტინს ვივამედში ჰყავს გამომწყვდეული და მესამე წელია კლავს, ახრჩობს, აშიმშილებს, 14 ნემსით ჩხვლეტს, თუმცა ეს ჩვენი გმირი მაინც ფეხზე დგას რადგან სცენარის მიხედვით სამყარო აქვს გადასარჩენი.

დრამა რის დრმაა სიყვარულის გარეშე, სიყვარულს ოთხკედელშიც ჰპოვებს და იქაც კი იმრავლებს.

გარეთ კი "სოფიკოები, იასკოები, სანდრები ამ ჩვენს გმირს შეჰნატრის და ფიანდაზებს უგებენ, ინტრიგა კი სამყაროს გადარჩენასთან ერთად ისიც იქნება, ვის დარჩება მიშა და ვის აირჩევს დემოკრატი სუპერ-გმირი"

არც ამ დრამის კიდევ ერთი პერსონაჟი, შეუპოვარი დედა და მებრძოლი ქალი დარჩება თავისი გულის მესაიდუმლის და სარეცელის გამყოფის გარეშე, ამ ბრძოლებში ისიც ჰპოვებს სიყვარულს და ცოტა ასაკში შესული მაინც შეძლებს გალაღებას, თავისი შვილის მსგავსად მართალია გამრავლებას ვეღარ, მაგრამ გალაღებას მაინც შეძლებს...

"ბოიფრენდიც" ისეთივე გულადი, შეუპოვარი მებრძოლია როგორც მისი წამებული მამინაცვალი და მასაც ბოროტი პუტინი ებრძვის. 

მიშას გულისპრანჭვები თავიდან დაეწყო,

ხოდა ნაცების "ჩაკუკული" ბელადიდან აღარაფერი გამოვა, ერთი მტირალა დედიკოს ბიჭის იქეთ და იქნებ ჰეროკრატიის შემდეგ გოგა ხაინდრავამ, ანაც სხვა რეჟისორმა ერთი კარგი დრამა გადაიღოს.

მიშას, სიყვარული, ბრძოლა, დემოკრატია... ანაც თავისი გემოვნებით შეურჩიოს რაიმე ეპიკური სათაური.... იქნებ გრემზე, ოსკარზე მაინც წარვსდგეთ. "

 

          ირაკლი ჯანყარაშვილი